სტატიები

Published on: 26 October 2014

Hyundai Santa Fe -მ განახლება განიცადა

cc6ddbaa3ba3d07497c4329777

დღევანდელმა, Hyundai Santa Fe -ს რიგით მესამე თაობამ 2015 სამოდელო წლისთვის განახლებების რიგი განიცადა. პოპულარული ყველგანმავალი, რომელიც ორ ვერსიაში გამოდის, პრაქტიკულად არ შეცვლილა გარეგნულად, სამაგიეროდ მიიღო რამოდენიმე სასარგებლო პარამეტრი და ტექნიკური გაუმჯობესება. ამასთან ერთად ძრავების ხაზი დარჩა უცვლელი.

2015 წლის Santa Fe -ს გარჩევა გარეგნულად წინა მოდელებისგან შესაძლებელია მხოლოდ ორფერა ჩარჩოთი და ორი ახალი ფერით; ღია-ვერცხლისფერით და ნაცრისფერით. სამაგიეროდ განსხვავება წინა მოდელებთან შედარებით მართვასა და კომფორტს შორის საგრძნობლად იქნება შესამჩნევი. საჭის გამაძლიერებელში გამოყენებულმა 32 ბიტიანმა მიკროპროცესორმა გაზარდა მისი მგრძნობელობა და რეაგირება.

ბაზურ კომპლექტაციაში Santa Fe -ს უკვე გააჩნია დღის განათება, შუშის  ავტომატური ამწევი მგზავრის მხრიდან და სარკე “მკვდარი ზონისთვის”. Kia Sedona -სგან გადმოიღეს საბარგულის კარების უკონტაქტო გაღების ტექნოლოგია. საკმარისია გასაღებით მივუახლოვდეთ ავტომობილს უკანა მხრიდან და 3 წამში საბარგულის კარები იღება.

f36bd49b19396a5a342e6fcc39 f1efacd3e8439a5fef3afa9a65 ed81bac6ef0c313b4bd244cd1e 5292fb2fd753d68b8d1ee32444 09ccedb9eda3818e9ef613e0ea 32a388f98fc467347f5c353de9 54e0e897777ecb66a5280dba0c 59ac3c19b30747f30b493a58e8 96b8165c43cf981c6a2a0d3760 7b0dc91854584739df2fbf4ae1 0f9af527aa66e9cc86ba9f18f2 0c95eb2883a0394367eab2eb90

თეგები:


Back to Top ↑