Published on: 01 July 2018
Hyundai-მ შესაძლოა Fiat Chrysler Automobiles-ი იყიდოს
გამომცემლობა Asia Times -ის ინფორმაციით Hyundai Motor Group-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჩონგ მონგ კუ Fiat Chrysler Automobiles-სთვის კონცერნის ყიდვის შესახებ შეთავაზების გაკეთებას აპირებს. სავარაუდოდ ეს მოხდება მას შემდეგ რაც Fiat Chrysler Automobiles აქციის ფასები საგრძნობლად დაეცემა.
ეს შეიძლება შემდეგი წლის მაისის თვეში მოხდეს, როდესაც სერჯიო მარკიონე თავის პოსტს დატოვებს. ადრე მან განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მსგავსი გარიგებები არ იქნება.
Asia Times-ის მონაცემებით FCA-ს ყიდივი გეგმა ინიცირებულია კომპანია Elliott Management-ის ხელმძღვანელის პოლ სინგერის მიერ, რომელმაც ადრე Hyundai Motor Group-ში 1 მილიარდი დოლარის ინვესტირება გააკეთა.
Motor1-ის მონაცემებით, ასეთი ნაბიჯი შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ FCA-ს აზიაში საქმეები ცუდად მისდის, მაშინ როდესაც Hyundai-ის საქმიანობა საკმაოდ ეფექტურად მიდის.
ჭორები იმის შესახებ, რომ FCA შესაძლოა სხვა კონცერნის “ფრთებ ქვეშ” გადავიდეს ახალი არაა. 2015 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ FCA გადავა PSA-ს დაქვემდებარებაში. ერთი თვის შემდეგ GM-თან შეერთების შესახებ გაჩნდა ინფორმაცია და ა.შ.
ამ ამბავში გასაკვირი არაფერია, რადგან FCA-ს ზოგი ბრენდი სერიოზულ სირთულეებს გადის. მაგალითად Chrysler-მა გასული წლის განმავლობაში შტატების ტერიოტრიაზე 188 500 ავტომობილი გაყიდა, რაც 2005 წლის მონაცემთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია. ევროპაში კომპანიამ ფაქტიურად სრულიად შეწყვიტა თავისი საქმიანობა. Dodge-მ გასულ წელს შტატებში 447 000 ავტომობილი გაყიდა, რაც 2007 წლის მონაცემთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია. გაცილებით ცუდად მისდის საქმეები Fiat-ს. ჩინეთში მისი გაყიდვები ბოლო სამი წლის განმავლობაში 25-ჯერ შემცირდა. გასულ წელს მხოლოდ 2 300 ავტომობილი გაიყიდა.
FCA-ს ყველა ბრენდიდან ძლიერ ზრდას აჩვენებს Jeep-ი. შტატებში წელიწადში 800 000 ავტომობილი იყიდება. ხოლო ევროპაში გაყიდვებმა 2-ჯერ აიწია.