Published on: 08 June 2015
Hyundai -მ კროსოვერი ix25 გლობალურ მოდელად აქცია
Hyundai -მ ოფიციალურად დაანონსა ახალი გლობალური მოდელი, სახელად Creta. ჩვენ გველოდება კომპაქტური კროსოვერი, რომელიც გაყიდვაში უნდა გამოვიდეს წლის ბოლომდე.
საქმე იმაშია, რომ კომპანიის პრეს სამსახური შემოისაზღვრა მხოლოდ სახელისა და გამოშვების დროის პროგნოზირებით, თუმცა არავითარი კონკრეტული ინფორმაცია არ გაუსაჯაროვებია. სავარაოდოდ ლაპარაკი მიდის გასულ წელს ნაჩვენებ ix25 -ზე. უფრო სწორად, რომ ვთქვათ მის გლობალურ ვერსიაზე – დღეს მისი უმცროსი ძმა ix35 წარმოდგენილია მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე.
შეიცვალა თუ არა რამე საკმაოდ სიმპატიურ ix25 -ში სახელის გარდა? – ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ რჩება. სავარაუდოდ ავტომობილი აღიჭურვება 123 ცხენის ძალის მქონე 1,6 ლიტრი მოცულობისა და 156 ცხენის ძალის მქონე 2,0 ლიტრი მოცულობის ძრავებით, რომლებიც იმუშავებენ 6 საფეხურიან ავტომატურ და მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან.