სტატიები

Published on: 08 January 2018

Hyundai -მ ახალი Veloster -ის სალონი აჩვენა

მომდევნო Hyundai Veloster -ის დებიუტი დეტროიტის ავტოსალონში 15 იანვარს შედგება. ახალ ტიზერებზე თითქმის სრულიად გასაჯაროვებულია მოდელის ექსტერიერის დიზაინი, რომელიც შესრულებულია მარკის ახალ საფირმო სტილში. Veloster -მა შეინარჩუნა თავისი მთავარი მახასიათებელი: ავტომობილს კვლავ ერთი კარი აქვს მძღოლის მხრიდან, ორი კი მგზავრის მხრიდან.

მწარმოებელმა ჰეჩბეკის ინტერიერის პირველი ფოტო გამოაქვეყნა. ავტომობილმა მიიღო სრულიად ახალი წინა პანელი, რომლის ცენტრშიც თავს იწონებს მულტიმედიური სისტემის თანამედროვე სენსორული ეკრანი. სავარაოდოდ ავტომობილი წარმოდგენილი იქნება ორი ფერის სალონით.

წინასწარი ცნობებით Hyundai Veloster -ი აღიჭურვება ბენზინის 1,4 და 1,6 ლიტრი მოცულობის ძრავებით. რომელთა სმიძლავრეც ჯერ-ჯერობით ცნობილი არარის. ორივე ძრავას მოქმედებაში მოიყვანს შვიდ საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი. “1,6 -იანი” ძრავისთვის ასევე გათვლილია ექვს საფეხურიანი “მექანიკა”.

 

თეგები: ,


Back to Top ↑