Published on: 20 June 2018
Hyundai და Audi ერთმანეთთან ტექნოლოგიებისა და გამცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ
კომპანია Hyundai-მ და Audi-მა ერთმანეთთან მრავალწლიანი შეთანხმების შესახებ გამოაცხადეს, რომელის გუსლისხმობს წყალბადის საწვავ ელემენტებზე მომუშავე ელექტრონული სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიებისა და ლიცენზიების გაზიარებას.
პარტნიორობის ფარგლებში მხარეები დაკავდებიან ზემოთ ხსენებული ტექნოლოგიის გაუმჯობესებასა და ახალი სტანდარტების ჩამოყალიბებით. შეგახსენებთ, რომ Hyundai-სა და Audi-ს წყალბადზე მომუშავე ელექტრომობილების შემუშავების გამოცდილება უკვე აქვთ. ამ წლის იანვრის თვეშო კორეელებმა წარმოადგინეს წყალბადზე მომუშავე ახალი კროსოვერი Nexo. ავტომობილი აღჭურვილია სამი ბალონით, რომლებშიც 6,35 კგ საწვავი ეტევა და ერთ ჯერზე 595 კმ -ის დაფარვა შეუძლია.
Hyundai Nexo -ს ძალური აგრეგატის გარანტირებული სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წელნ ან 160 000 კმ -ს შეადგენსმ, თუმცა როგორც მარკის წარმომადგენლები ირწმუნებიან რეალურ ცხოვრებაში ავტომობილი 240 000 კმ-ს თავისუფლად გაივლის.
Audi-მ თავისი ტექნოლოგიები ამ განხრით Audi h-tron quattro-ში წარმოგვიდგინა. ავტომობილი ასევე აღჭურვილია სამი ბალონით და შეუძლია ერთ დამუხტვაზე 600 კმ-ის დააფარვა. Audi h-tron quattro მოქმედებაში მოჰყავს ორ ელექტრონულ ძრავას, რომლებიც განთავსებულია ავტომობილის წინა და უკანა ნაწილში.