Published on: 26 October 2014
Hyndai -ს თანამშრომლებმა თვითშემოქმედებას მიჰყვეს ხელი
უკვე ხუთი წელია სამხრეთ კორეაში Hyndai ატარებს თავისი თანამშრომლებისათვის “მხიარულ სტარტებს” – ფესტივალს IDEA, რომელზეც ტარდება სხვადასხვა შემოქმედებითი კონკურსები. ამჯერად მონაწილეობის მსურველებს შესთავაზეს მოეფიქრებინათ მომავლის ავტომობილის ყველაზე გიჟური კონცეპტები. ფინალური მოდელების დემონსტრირება მოხდება, როგორც სამხრეთ კორეულ ტელევიზიებში ასევე საერთაშორისო ავტოსალონებში.
პირველ რიგში რათქმაუნდა ეს კონცეპტები იხილეს თავად ავტორებმა, მათმა თანამშრომლებმა და გულშემატკივრების დიდმა რაოდენობამ. ნამიანში Hyndai -ს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის წინ იმპროვიზირებულ აღლუმში მონაწილეობა მიიღო ხუთივე გამარჯვებულმა.
მათ შორის ყველაზე კომპაქტური დასაკეცი სკუტერია. რომელშიც ტვირთს ვერ მოათავსებ, სამაგიეროდ, როგორც ტვირთი და ჩანთა შეგიძლიათ თვითმფრინავით წაიღოთ სადაც გინდათ.
გამარჯვებულებს შორის არის ყველგანმავალიც სახელწოდებით Golden Time Rescue. მას შეუძლია თავისი ბორბლების სტრუქტურის შეცვლა, რაც საშუალებას აძლევს მას იმოძრაოს ნებისმიერ ზედაპირზე.
Hyndai -ში თვლიან, რომ თანამშრომლების შემოქმედებითი აზროვნების გაფართოვება ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადღებით არიან ყველა საინტერესო ინიციატივასთან.