სტატიები

Published on: 11 September 2014

2020 წლისთვის Honda გამოუშვებს ავტოპილოტზე მომუშავე ავტომობილს

honda-autonomousdrive       დეტროიტში გამოფენაზე სახელწოდებით “Intelligent Transport Systems” წარმოდგენილი იქნა ავტომობილი, რომელსაც შეუძლია გადაადგილება მძღოლის გარეშე. მოცემულ მომენტში ტექნოლოგია დამუშავების პროცესშია პროტოტიპზე, რომელიც შექმნილია Acura RLX ბაზაზე.

30ad50f524508843b5806aebd498b

 

ავტომობილი აღჭურვილია ვიდეო-კამერებით, GPS გადამცემებით, რომლებიც ახდენენ მიმდებარე ტერიტორიის სკანირებას. მას უკვე შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და ობიექტებთან შეჯახებისგან თავის არიდება. ტესტირებისას, რომელიც ჩატარდა დეტროიტის გარეუბანში Acura_მ ავტოპილოთით, მძღოლის ჩარევის გარეშე შეძლო გადადგილება და წინ მყოფ ავტომობილთან მიახლოვებისას დამოკუდებლად შეანელა სიჩქარე.

აღსანიშნავია, რომ სრულფასოვანი ავტოპილოტის შექმნის ასეთი მცდელობები დაიწყო 2004 წლიდან. მსგავსი ტიპის უპილოტო ავტომობილი გააჩნია კომპანია google_ს. რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი გადაადგილება საერთო მოხმარების გზებზე. გუგლი გეგმავს გააკეთოს 200 ავტოპილოტის მქონე ავტომობილის სატესტო პარტია.

 

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑