Published on: 26 October 2014
Honda -ს “ბოსები” ხარისხის პრობლემისათვის ფულს გადაიხდიან
Honda Motor -ის პრეზიდენტმა სო ტაკანობი იტომ და კიდევ 12 -მა მაღალი თანამდებობის პირებმა საკუთარ თავზე აიღეს უკან მოხმობილი ავტომობილების ჯარიმები. როგორც კომპანიის პრეს სპიკერი აკემი ანდო აცხადებს, კომპანიის ტოპ მენეჯერები აიღებენ ხელფასს 10-20% ით ნაკლებს ვიდრე ჩვეულებრივად. თავის თავზე აღებულ დასჯილთა სიაში არიან დირექტორების საბჭოს წარმომადგენელი ჰონდა ფუმიხიკო იკე და ვიცე პრეზიდენტი ტეტსუო იზამურა.
“ჩვენ შევუქმენით დისკომფორტი ბევრ კლიენტს, რაზეც გულწრფელ ბოდიშს ვუხდით მათ” – განაცხადა აკემი ანდრომ, რიგით მეხუთე უკან მოხმობის ღონისძიებაზე. რომელიც მოიცავს 425 000 -ზე მეტ ჰიბრიდულ Fit -სა და იაპონური ბაზრის სხვა მოდელებს, რომლებშიც დაყენებული იყო Takata ფირმის უსაფრთხოების ბალიშები, რომელთა გაუმართავმა მუშაობამ ოთხი კაცი შეიწირა.
ბოლო 5 უკან მოხმობით კომპანია დაზარალდა 16,5 მილიარდი იენით ( დაახლოებით 152 მილიონი დოლარი).