ვიდეო
Published on: 18 November 2014
Honda -მ წყალბადზე მომუშავე ავტომობილის კონცეპტი განაახლა
იაპონიაში გაიმართა განახლებული კონცეპტის – Honda FCV -ს პრემიერა. წყალბადზე მომუშავე ავტომობილის სერიული წარმოება დაიწყება 2016 წელს.
შესაძლოა ითქვას, რომ ჩვენს წინაშეა ცნობილი კონცეპტის FCX Clarity -ს მემკვიდრე. კონცეპტ “კლარიტი” -სგან მომავალი ავტომობილი განსხვავდება გაცილებით კომპაქტური საწვავის საკნების ბლოკით. სრულად დამუხტულ FCV -ს შეუძლია 700 კილომეტრის გავლა.
ავტომობილის საბაზრო ვარიანტს Honda -ში 2016 წლის მარტისთვის გვპირდებიან. მანამდე კი ნახეთ კონცეპტის სურათები: