სტატიები
Published on: 17 December 2015
Honda -მ შესაძლოა იაფფასიანი გლობალური მოდელი გამოუშვას
კომპანია Honda განიხილავს კომპაქტური მოდელის გამოშვების შესაძლებლობებს. წყაროს თქმით ახალი მოდელი ბაზარზე 2020 წლისთვის გამოჩნდება. პლატფორმისა და ძრავების შემუშავებით Honda -ს იაპონური ოფისი დაკავდება, ხოლო ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის შექმნა კომპანიის ინდურ ქვედანაყოფს დაევალება.
მოდელის ძარის ტიპი ჯერ-ჯერობით დასახელებული არ არის. სავარაუდოდ ეს ალბათ პატარა ჰეჩბეკი იქნება. მის წარმოების დაწყებას ინდოეთში აპირებენ, საიდანაც Honda ამ მოდელებს სხვა ქვეყნებსაც მიაწვდის. წელიწადში სულ 150 000 ასეთი ავტომობილის გამოშვება იგეგმება. ამ რაოდენობიდან 50 000 ექსპორტში გაუშვებენ.