სტატიები

Published on: 30 January 2017

Honda -მ საკუთარი რეკორდი მოხსნა

როგორც Honda -ს პრეს სამსახური იტყობინება, გასულ წელს მთელი მსოფლიოს მაშტაბით არსებულ იაპონელების ქარხნებში 4 999 226 ავტომობილი იქნა აწყობილი, რაც 10% -ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე. ეს რეზულტატი იაპონური ბრენდისთვის მთელი მისი არსებობის განმავლობაში სარეკორდოდ ითვლება.

Honda -ს ყველაზე მეტი ავტომობილი აწყობილი იქნა ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში – 1 956 196 და 1 940 885 ეგზემპლარი შესაბამისად. ჩრდილოეთ ამერიკის შემთხვევაში წარმოება 5% -ით გაიზარდა, ხოლო აზიის შემთხვევაში 16,9% -ით. ყველაზე მეტი  ავტომობილი კი ჩინეთში დაფიქსირდა – 1 209 400 ერთეული, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 25,9% -ით მეტია.

ევროპაში 2016 წელს სულ 133 875 Honda -ს ავტომობილი ააწყვეს, რაც წინა წელთან შედარებით 12,6% -ით მეტია.

თეგები: , , ,


Back to Top ↑