სტატიები

Published on: 10 August 2015

Honda -მ ორკარა Accord -ი განაახლა

Honda -მ Accord -ის ორკარა ვერსია განაახლა. 2016 წლის მოდელი შეიცვალა, როგორც გარედან ისე შიგნიდანაც. ასევე მიიღო რამოდენიმე ტექნიკური განახლებაც. მას შეუძლია იტრაბახოს Acura Style გაფრომებით.

ავტომობილმა მიიღო ახალი ოპტიკა ( ძვირადღირებულ ვერსიებში სრულიად შუქდიოდური), რადიატორის ჩარჩო. ასევე უნდა აღინიშნოს დისკების ახალი ნაკრები და ახალი შეფერილობები, რომელთაგან ორი არის – Night Pearl -ი და  Deep Blue Opal Metallic -ი. ისინი ხელმისაწვდომია მხოლოდ ორკარა ვერსიებში.

რაც შეეხება სალონს, აქ ცოტათი შეიცვალა მოპირკეთება, ხოლო მულტიმედია დაუმეგობრდა Android Auto და Apple CarPlay სისტემებს.

ძრავების ხაზი არ შეცვლილა Accord Coupe -ში. ავტომობილი ძველებურად აღიჭურვება 190 ცხ.ძ. -ის მქონე 2,4 ლიტრი მოცულობის და 280 ცხენის ძალის მქონე V6 ძრავებით, თუმცა 6 ცილინდრიან ძრავას დაემატა პატარა დატვირთვის დროს ცილინდრების გათიშვის ფუნქცია. Honda -ში ასევე ლაპარაკობენ გადაწყობილ სავალ ნაწილსა და უფრო ძლიერ მუხრუჭებზე.

e86a7d4e53c89b2323fc947cce

d27955edb7c33c261679f52719

cc3e6581887250ade68ae1e946

bd215344396cf9d2ea4cb2d146

1757562443601d6c2a72ed1c2e

1917816242d6b30724200025d5

89bf15af429035dde5a901c8b5

34e4caaf9f375d827a80211b18

honda accord

honda accord

 

 

 

თეგები: , ,


Back to Top ↑