სტატიები

Published on: 10 November 2014

Honda -მ იაპონიაში ახალი Legend -ი წარმოადგინა

მოულოდნელი პრემიერა იაპონიაში – წინასწარი განცხადებებისა და ტიზერების გარეშე Honda -მ გამოაქვეყნა ახალი 2015 წლის სედანის Legend-ის ფოტორები და მახასიათებლები, რომლის გაყიდვებიც 22 ნოემბერს დაიწყება. ავტომობილი ჯერ-ჯერობით გაიყიდება იაპონიის ბაზარზე, სადაც მისი კონკურენტი გახდება Lexus GS-ი.

ახალი მოდელი გამოჩნდა Legend -ის  30 წლის იუბილის წელს და გახდება ავტომობილის მეხუთე თაობა. Honda -ში ირწმუნებიან, რომ 2015 Legend -ი გახდება სედანის მარკებში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი.

პირველ რიგში სედანი SH-AWD საფირმო სისტემასთან ერთად წარმოდგენილი იქნება ყველა წამყვან თვლიანი ვარიანტით . ძრავის ერთადერთი ვარიანტი იქნება რთული ჰიბრიდი, რომელიც შედგება ერთი ბენზინისა და სამი ელექტრო ძრავისაგან. გამწევი ძალის მოცულობა იქნება 3,5 ლიტრი და განავითარებს 314 ცხენის ძალას. Legend -ს მოძრაობაში მოიყვანენ უკანა სავალ ნაწილზე განთავსებული 37 ცხენის ძალების მქონე ელექტრო ძრავები.

თითქმის ხუთმეტრიანი (4995 მმ) 1980 კგ -იანი Legend -ი იქნება  Mercedes – Benz S -Class -ის დონეზე კომფორტული და ექნება შესაბამისი ფასიც – დაახლოებით 60 000 დოლარი.

1da7d56888b53000eb4b2dfa8b 1b6370bf1735b9ef826eeaf2a0 85b95649f440e3ff7a4ed87d9d 985a20f0e9523a29d9f3054c29 2358a971b83781cdc0738268da 04574e9fa99d6a697e622910a8 25965e5ed368f90fe58ffb6a62 c40910683aff7dd439693c0a81

თეგები:


Back to Top ↑