Published on: 13 March 2015
Honda განახლებული CR-Z -ს გამოშვებას გეგმავს
2017 წელს ბაზარზე შესაძლოა გამოჩნდეს სპორტული ავტომობილის Honda CR-Z -ს მეორე თაობა – ახალი სავალი ნაწილებით, გარეგნობით, ძრავებით და შესაძლოა სახელითაც. ავტომობილის პირველი ვერსია დასრულდა სრული მარკეტინგული კრახით, იაპონელები შეეცდებიან რომ ამის გამეორება არ დაუშვან. მაშ ასე, რა ვიცით 2017 წლის CR-Z -ს შესახებ?
პირველ რიგში Jazz -ის პლატფორმის ნაცვლად იგი მიიღებს Civic -ის შასის, რომლის ბორბლების ბაზაც შემცირებული იქნება 100მმ -ით. რეზულტატში ავტომობილი გაიზრდება გაბარიტებში და მისი დიზაინი იქნება ისეთივე, როგორიც აქვს Honda/Acura NSX -ს.
მნიშვნელოვნად გაიზრდება ძალური აგრეგატების ვარიანტები. ძირითად ძრავად უნდა გახდეს Civic Type R -ის 2 ლიტრი მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავა, რომელიც განავითარებს 290 ცხენის ძალას. ჰიბრიდული ვარიანტები ამ ეტაპისთვის შემოისაზღვრება შიდა ბაზრით: ავტომობილი იაპონიაში წარმოდგენილი იქნება 200 ცხ.ძ. -ის მქონე 1,5 ლიტრი მოცულობის ბენზინზე მომუშავე ძრავის ვერსიით, ელექტროძრავითა და 8 სეფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.