Published on: 27 February 2017
Honda Fit – ცოტა რამ “გათბილისელებული” იაპონელის ისტორიიდან
Honda Fit -ის პირველი თაობის (GD) გამოშვება იაპონიაში 2001 წელს დაიწყო, ეს იყო ხუთკარიანი ჰეჩბეკი მოცულობითი სალონით. ცოტათი მოგვიანებით მოდელის სხვა ქვეყნებში ექსპორტი დაიწყო, ამასთან ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასევე “ფიტის” სახელით იყიდებოდა, ხოლო ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებისთვის ავტომობილს “ჯაზი” დაარქვეს. მოდელის ბაზაზე ასევე აწყობილია კომპაქტური სედანი Fit Aria.
ჰეჩბეკის იაპონური ვერსია აღჭურვილია 1.3 (86 ცხ.ძ. ) და 1.5 (110 ცხ.ძ. ) ლიტრი მოცულობის ბენზინის აგრეგატებით, რომლებიც მოქმედებაში მოჰყავს მექანიკურ გადაცემათა კოლოფსა და ვარიატორს. ოფციონალურ პაკეტში მყიდველს შეეძლო სრულამძრავიანი ტრანსმისიის არჩევაც.
1,3 -ის შემთვევაში საწვავის მოხმარება შერეული – 5 ლ.
1,5 -ის შემთვევაში საწვავის მოხმარება შერეული – 5,6 ლ.
ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი (გაყიდვები იქ 2006 წელს დაიწყო) Honda Fit -ი აღჭურვილი იყო 1,5 ლიტრი მოცულობის ძრავით. გადაცემათა კოლოფები – ხუთსაფეხურიანი მექანიკა ან ავტომატი.
Honda Fit -ის მეორე თაობის (GE) წარმოება 2007 წელს დაიწყო. ჰეჩბეკმა საბაზისო განლაგება შეინარჩუნა, მაგრამ ამავდროულად უფრო დიდიც გახდა. 1.3 და 1.5 ძრავები გაუმჯობესდა, მიიღეს აირების გამანაწილებელი სისტემა i-VTEC და გახდნენ უფრო მძლავრები: შესაბამისად 100 და 120 ცხ.ძ. როგორც წინა თაობაში, აქაც ავტომობილი აღჭურვილია მექანიკური, ავტომატური გადაცემათა კოლოფებით ან ვარიატორით.
შტატებში შეთავაზებული იყო 1,5 ლიტრიანი “ფიტები” (109 -117 ცხ.ძ.), რომლებიც აღჭურვილია მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფებით. 2008 წელს “ჯაზის” სახელით მოდელი ევროპულ ბაზარზე გამოვიდა. 2010 წელს წარდგენილი იქნა ავტომობილის ჰიბრიდული ვერსია, ხოლო 2011 წელს კომპაქტური უნივერსალის Fit Shuttle -ს დებიუტი შედგა.
მეორე თაობის Honda Fit -ების წარმოება იაპონიაში 2013 წელს შეწყდა, ხოლო ჩინეთში ადგილობრივი ბაზრისთვის ამ ავტომობილს დღესაც აწყობენ.
Honda Fit -ის მესამე თაობის ჰეჩბეკი იაპონიაში 2013 წლიდან იყიდება. ავტომობილი აღჭურვილია ოთხ ცილინდრიანი 1,3 და 1,5 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავებით, რომლებიც შესაბამისად გამოიმუშავებენ 100 და 132 ცხენის ძალებს. ორივე ძალური აგრეგატი მუშაობს მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან და ვარიატორთან, ბოლო ვარიანტში მყიდველს შეუძლია სრულამძრავიანი ოფციონალური პაკეტის არჩევა.
სამოდელო როგში ასევე შესულია Honda Fit Hybrid -ი , რომელიც აღჭურვილია 1,5 ლიტრი მოცულობის ბენზინისა და ელექტრონული ძრავებით. მესამე თაობის “ფიტი” ამერიკის ბაზარზე 2014 წელს გამოჩდა, სადაც მექსიკური ვარაინტები იყიდება. ძრავა 1,5 ლიტრი – 130 ცხ.ძ. გადაცემათა კოლოგი “მექანიკა” და ვარიატორი.