ვიდეო

Published on: 24 July 2018

Honda Civic Type R-ი მორიგ რეკორდს ამყარებს

კომპანია Honda-მ ჰეჩბეკ Civic Type R-ის საშუალებით მორიგი რეკორდი დაამყარა. ტრასა რომელზეც რეკორდი დამყარდა გახლავთ Circuito Estoril-ი. 4.2 კილომეტრი დისტანციის გავლა Civic-მა 2 წუთსა და 1.84 წმ-ში შეძლო. მოდელის ძველმა თაობამ იგივე მანძილი 2016 წელს 2 წუთსა და 4.08 წმ-ში დაფარა.

Type R Challenge 2018 – ასე ჰქვია Honda-ს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჰეჩბეკმა ცნობილ ევროპულ სარბოლო ტრასებზე 5 ახალი რეკორდი უნდა დაამყაროს. რატომ არის პროექტის სახელწოდებაში წელი დაკონკრეტებული?იმიტომ, რომ ანალოგიური ღონისძიება იაპონელებმა 2016 წელს უკვე ჩაატარეს.

თეგები: , , ,


Back to Top ↑