სტატიები

Published on: 29 June 2018

Honda ახალ სუბბრენდს Modulo Style-ს უშვებს

იაპონიაში ჰონდას უკვე აქვს ერთი სუბბრენდი – Modulo X. ამ სახელწოდებით იყიდება სპორტული აქსესუარები. Modulo X-ის ტიუნინგ პაკეტები ხელმისაწვდომია Step WGN-სა და Freed-ისთვის, ასევე პატარა როდსტერ S660-ისთვის. პირველი ავტომობილი, რომელიც Module Style-ს სახელწოდებას ატარებს იქნება Fit-ი.

Honda-მ ამ ეტაპზე Fit Modulo Style-ს მხოლოდ რამოდენიმე ფოტო გაავრცელა, სრულფასოვანი პრემიერა მოგვიანებით გაიმართება. მოდელმა მიიღო ახალი რადიატორის ჩარჩო, შუქდიოდური ზოლები. ჰეჩბეკმა ასევე მიიღო ახალი დიზაინის დისკებიც. ამ ეტაპზე უცნობია შეიცვალა თუ არა Fit Modulo Style-ს სალონი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Fit-ი  ცოტათი განახლდა: მიიღო ექსტერიერის ახალი დიზანი, ინტერიერში გამოჩნდა მოპირკეთების ახალი მატერიალები. ძრავა უცვლელია: იაპონიაში “ხუთკარა” წარმოდგენილია ოთხცილინდრიანი ატმოსფერული 1.3 ლ (100 ცხ.ძ. ) და 1.5 ლ(132 ცხ.ძ.) ძრავებით, რომლებიც მუშაობენ “მექანიკური” გადაცემათა კოლოფთანა და ვარიატორთან. შიდა ბაზარზე ასევე წარმოდგენილია ჰიბრიდული Fit-ი , რომელიც აღჭურვილია 110 ცხ.ძ.-ის მქონე 1,5 ლიტრი მოცულობის ძრავითა და 30 ცხ.ძ.-ის მქონე ელექტრო ძრავით. სამშობლოში მოდელი ხელმისაწვდომია როგორც წინა ასევე  სრული ამძრავით.

ახალი Honda Fit-ის ფასი იაპონიაში ჩვენ ფულზე დაახლოებით 38 000 ლარია.  ის სამშობლოში Top 10 ყველაზე გაყიდვად “სტანდარტულ” მოდელებს შორისაა. გასულ წელს 97 939 ასეთი ავტომობილი გაიყიდა, რითაც ის 6-ე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე Toyota Prius-ია 160 912 ავტომობილით.

თეგები: , ,


Back to Top ↑