სტატიები

Published on: 22 October 2014

Honda Acura ILX -ისთვის განახლებებს ამზადებს

10be751c4145a2768e11a7a260

ნოემბრის დასაწყისში ლოს-ანჯელესის ავტოსალონში შედგება განახლებული Acura ILX -ის მსოფლიო პრემიერა. ჯერ-ჯერობით Honda -მ გამოაქვეყნა დეტალებით არც თუ ისე მდიდარი ტიზერი, მაგრამ პრეს რელიზის მიხედვით Acura -ს ელოდება საკმაოდ სერიოზული  ცვლილებები.

იაპონელები გვპირდებია აღჭურვონ 4,55 მეტრი სიგრძის კომპაქტური მოდელი “ახალი მძლავრი  ძრავით”.  დღეს-დღეისობით ILX -ისთვის ყველაზე მძლავრი ძრავის მოცულობა შეადგენს 2,4 ლიტრს, რომელიც 201 ცხენის ძალას ანვითარებს.  უნდა ველოდოთ თუ არა TLX -ისგან 290 ცხენის ძალიან ძრავას? რომელიც შედარებით უფრო მოზრდილ სედანს 100 კმ/სთ -ს 6,9 წამში ანვითარებინებს. სავარაუდოდ არა, ალბათ უფრო  სიმძლავრის მცირედ გაზრდას უნდა ველოდოთ. ერთი სიტყვით დაველოდოთ და ვნახოთ რას შემოგვთავაზებს იაპონური კომპანია.

 

თეგები: ,


Back to Top ↑