სტატიები

Published on: 09 April 2017

Jeep -მა უმძლავრესი Grand Cherokee ოფიციალურად წარმოადგინა

ნიუ-იორკის ავტო შოუს გახნსამდე კომპანია Jeep -მა ახალი Grand Cherokee Trackhawk -ის შესახებ ინფორმაცია სრულიად გაასაჯაროვა. როგორც ადრე ვთქვით, ავტომობილი აღჭურვილია  Challenger SRT Hellcat -ის ძრავით. ყველა განიცდიდა, რომ შემქმნელებს სიმძლავრის გამო სრულ ამძრავზე უარის თქმა მოუწევდათ, მაგრამ ინჟინრებმა ამ პრობლემის მოგვარება შეძლეს.

Grand Cherokee Trackhawk -ის კაპოტ ქვეშ მოთავსებულია 6,2 ლიტრი მოცულობის ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 717 ცხენის ძალასა და 875 ნმ ბრუნვით მომენტს. როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, ეს არის ყველაზე სწრაფი ყველგანმავალი. ეს მონსტრი მოძრაობაში მოჰყავს რვა საფეხურიან “ავტომატურ” გადაცემათა კოლოფს, რომელმაც განახლებები განიცადა, რის შედეგადაც გაიზარდე მექანიზმების გამძლეობა. სრული ამძრავის სისტემას,სასურველი რეჟიმის არჩევის შემთხვევაში, შეუძლია სავალ ნაწილებზე ბრუნვითი მომენტის გადანაწილება: “ავტო” – 40:60; “თოვლი” — 50:50; “ბუქსირება” — 60:40; “სპორტი” — 35:65; “ტრეკი”— 30:70.

ყველგანმავალი, რომელიც 2.5 ტონას იწონის, 0-97 კმ/სთ  აჩქარებას 3.5 წმ-ში ანვითარებს. დაგვეთანხმებით, რომ ნამდვილად შთამბეჭდავი რეზულტატია.

მილის მეოთხედს (402 მ) Jeep -ის ახალი მოდელი 11.6 წმ -ში ანვითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ -ს შეადგენს.

Grand Cherokee Trackhawk -ის საჯარო დებიუტი რამოდენიმე დღეში ნიუ-იორკის ავტოსალონში შედგება. დილერებთან კი 2017 წლის მეოთხედში უნდა აღმოჩნდეს. ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑