სტატიები
Published on: 24 December 2014
Google -მ განაახლა თავისი უპილოტო ავტომობილი
Google -მ წარმოადგინა უპილოტო ავტომობილის პროტოტიპის განახლებული ვერსია და რომელიც, როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, მზად არის გადადგილდეს ქალაქის ჩვეულებრივ გზებზე. ტესტები დაიწყება 2015 წელს და ჩატარდება კალიფორნიის გზებზე.
განახლებები შეეხო ავტომობილის ფარებს, უკანა ხედვის სარკეებს, ბამპერებსა და ავტოპილოტის სენსორების სისტემის ბლოკს, რომელიც დამონტაჟებულია ავტომობილის სახურავზე. კალიფორნის კანონების გათვალისწინებით, რომლებიც ეხება გზაზე გამოსულ ყველა ავტომობილს, საჭეზე დამონტაჟდა პედლები.