სტატიები

Published on: 25 February 2017

Google Uber -ს უპილოტო ავტომობილის ტექნოლოგიის მოპარვაში სდებს ბრალს

სან-ფრანცისკოს ფედერაციულმა სასამართლომ ჰოლდინგ Alphabet -ისგან, რომელსაც Google ფლობს, მიიღო სარჩელი, რომელიც მიმართულია Uber -ის საწინააღმდეგოდ და ბრალი ედება უპილოტო ავტომობილის ტექნოლოგიის მოპარვაში. სარჩელის მიხედვით Uber -მა Alphabet -ის ფილიალის Waymo -ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით ისარგებლა.

“Otto ( სტარტაპი, რომელიც Uber -მა 2016 წლის აგვისტოში იყიდა) იყენებდა Waymo -ს მიერ შექმნილ ტექნოლოგიებს” – ციტირებას ვაკეთებთ სარჩელის ტექსტიდან. შეგახსენებთ, რომ Otto -ში მუშაობენ Google -ს ყოფილი თანამშრომლები, კონკრეტულად რომლებსაც Alphabet-ი ბრალს დებს.

მოსარჩელეთა თქმით ენტონი ლევანდოვსკიმ, რომელიც Google -ს ყოფილი თანამშრომელი იყო, მანამ კომპანიიდან წავიდოდა, მოიპარა 14 000  -ზე მეტი კონფედენციალური ფაილი, რომლებიც Waymo -ს სხვადასხვა აპარატულ სქემებს შეიცავდნენ, შემდგომ კი საკუთარ სტარტაპში გამოიყენა, რომელიც შემდგომ Uber -მა შეიძინა.

Uber -ის წარმომადგენლებმა მომხდართან დაკავშირებით უკვე გააკეთეს განცხადება. როგორც უცხოური პრესა იტყობინება კომპანიაში აღნიშნეს, რომ ” Otto -ს საწინააღმდეგოდ წარდგენილ ბრალდებებს სრული სერიოზულობით მოეკიდებიან”.

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑