Published on: 20 March 2015
გიორგი ნაზღაიძე: “თუ ვინმე მიზის მანქანაში უნდა ვიზრუნო მის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე.”
D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?
ოთხი წელია რაც ავტომობილს ვმართავ.
D: თქვენი პირველი ავტომობილი?
Mercedes-Benz E Class -ი.
D: რა ავტომობილი გყავთ ამჟამად?
ზოგადად ავტომობილები მალე მბეზრდება, ამჟამად მყავს კერძო შეკვეთით აწყობილი Land Rover Vogue . ეს უკვე ჩემი მეოთხე ავტომობილია. უბრალოდ ეს გადავწყვიტე ჩემი სურვილებით აწყობილიყო.
D: თქვენი ოცნების ავტომობილი?
არვიცი, არ მიფიქრია. პრინციპში ახლა რომ დავფიქრდი, არარის ჩემთვის რომელიმე მარკის რომელიმე მოდელი საოცნებო, არის ავტომობილები რომლებიც უბრალოდ მომწონს. მთავარია ავტომობილი იყოს კომფორტული და მასში თავს დაცულად გრძნობდე.
D: რა საწვავს ასხამთ?
ვისოლის ევრო-რეგულარს.
D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?
ოთხი წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ კი. აქტიური ფულის შემტანი სახელმწიფო ბიუჯეტში არ ვარ 😀 .
D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?
ერთ-ერთი მთავარი როლი, რადგან მის გარეშე ბევრ რაღაცას დღის განმავლობაში ვერ მოვასწრებ და მის გარეშე უმოქმედო ტიპი ვიქნები.
D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?
ნორმალური მძღოლი ვარ. შეიძლება უფრო უკეთესიც, როგორც ჩემი მეგობრები მეუბნებიან. რაც მთავარია თუ მანქანაში 1 ადამიანი მაინც მიზის, ვცდილობ უფრო ფრთხილად ვიარო. არვიცი ეს როგორ გამომიმუშავდა, თუ ვინმე მიზის მანქანაში უნდა ვიზრუნო მის კომფორტზე და უსაფრთხოებაზე.
D: გიყვართ სიჩქარე?
კი.
D: როგორ ფიქრობთ ყველაზე მეტად რა ავტომობილი იზიდავს ქალებს?
საქართველოში ალბათ უფრო დიდი ჯიპები, ეს ხომ დღეს სამარიაჟო თემაა და ისე სხვა ქვეყნებში არვიცი.