სტატიები
Published on: 30 September 2017
გერმანელმა ინჟინრებმა ველოსიპედისთვის ABS შეიმუშავეს
კვლევების მიხედვით უბედური შემთხვევების 20% -ში ველოსიპედისტი ფატალური შეჯახებამდე ვარდება. ზუსტად ამ მიზეზის გამო კომპანია Bosch -მა ელექტრონული ველოსპიედებისათვის შეიმუშავა მუხრუჭების ანტიბლოკირებადი სისტემა.
მოწყობილობა ველოსიპედის წინა ბორბლის სრული ბლოკირებას გამორიცხავს, ხოლო რეგულატორი უკანა ბორბალს მიწიდან “მოწყვეტის” საშუალებას არ აძლევს. მუშაობის ამ პრინციპიდან გამომდინარე მცირდება ველოსიპედის სამუხრუჭე მანძილი.
ცნობილი გახდა, რომ ამ ABS სისტემით აღჭურვილი Bosch eBike -ს ველოსიპედები უკვე 2017 წლის შემოდგომით გამოვლენ გაყიდვაში.