სტატიები
Published on: 12 September 2015
გერმანელებმა Smart -ი ექვსბორბლიან ლიმუზინად აქციეს [+Video]
ფრანკფურტის აუტოშოუზე წარმოდგენილი იქნება გერმანული ფირმის მიერ Smart Fortwo -ს ბაზაზე აწყობილი ლიმუზინი. ავტომობილში, რომელმაც მიიღო სახელწოდება Madeforsix, ეტევა ექვსი ადამიანი: მძღოლი და ხუთი მგზავრი. Smart -ის გაბარიტული სიგრძე 2,69 მეტრიდან 5,5 მ-მდე გაიზარდა. კონსტრუქტორებმა გაზარდეს ბორბლების რაოდენობა, ცენტრში დაუყენეს კარები, რომელიც ზემოთ იღება. smart -ის ლიმუზინი აღჭურვეს 18 დიუმიანი დისკებით. ნახეთ ვიდეო: