სტატიები

Published on: 19 April 2015

გერმანელებმა Range Rover -ისგან პიკაპი გააკეთეს

გერმანულმა Startech -მა მოამზადა Range Rover -ის უჩვეულო პროექტი – მათ კროსოვერი ექსცენტრიულ პიკაპად აქციეს. მისი პირველი ცოცხალი ჩვენება შედგება შანხაის ავტოსალონში.

ავტომობილი აღიჭურვა 23 დიუმიანი დისკებით, ახალი სავალი ნაწილებით, გაჯერებულია კარბონის ელემენტებით, წინა ბამპერში ინტეგრირებულია შუქდიოდური სექციები, ხოლო მისი უკანა ნაწილი განსაკუთრებული სიფრთხილით არის შესრულებული – ერთი სიტყვით სანახავი ამ ავტომობილში ბევრია. თუმცა არის მინუსებიც, ავტომობილის საბარგული საკმაოდ პატარაა პიკაპის კვალობაზე და პროფილშიც ცოტათი უცნაურად გამოიყურება.

რაც შეეხება სალონს იგი გაწყობილია ტყავისა და კარბონის ელემენტებით. ტექნიკურ მხარეში კი პატარა ცვლილებებია, Startech -მა V8 5,0 ლიტრი მოცულობის ძრავა გააძლიერა 16 ცხენის ძალით (სულ 526 ცხ.ძ.), რაც ავტომობილს საშუალებას აძლევს განავითაროს 100 კმ/სთ სიჩქარე 5,3 წმ-ში. ნახეთ ავტომობილის ფოტოები და შეაფასეთ.

49b3a1ccdc2f0d28e5c4e16aa8

53f4ebf01300fdb544ea42f150

91ce2af7d3c9ed860e58130ca2

97bf6b3291cda8771b39b6ead5

0926104bdb6ffc7061cb7c06c5

 

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑