Published on: 09 December 2015
გერმანელებმა Alfa Romeo 4C -ს 300 კმ/სთ სიჩქარე განავითარებინეს
გერმანელმა ტიუნერებმა Pogea Racing -იდან იმუშავეს Alfa Romeo 4C -ზე და შემოგვთავაზეს განახლებული ავტომობილი, რომლის მაქსიმალური სიჩქარეც 305 კმ/სთ -ს შეადგენს.
ავტომობილმა მიიღო კარბონის დეტალები, ახალი უკანა ფრთა, რომელიც 160 კმ/სთ სიჩქარეზე 77 კგ -ით მეტ მოსაჭიდებელ ძალას სძენს ავტომობილს. Alfa Romeo 4C აღიჭურვა 1,75 ლიტრი მოცულობის ოთხლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 314 ცხენის ძალას.
4C – ს ძრავა ამიერიდან გამოიმუშავებს 70 ცხენის ძალით მეტს, ხოლო რობოტიზირებული გადაცემათა კოლოფი Pogea Racing -ის “ჯადოქრობის” შედეგად 55% -ით სწრაფად გადადის სიჩქარიდან სიჩქარეზე. 0-100 კმ/სთ -ს ავტომობილი ანვითარებს 4 წმ -ში.
მოდელი აღიჭურვა XCUT -ის 18 და 19 დიუმიანი მსუბუქი დისკებით, რომლებიც შემოსილია Michelin -ის საბურავებით.
ატელიეში მხოლოდ 10 ასეთ Alfa Romeo 4C -ს გამოუშვებენ. ფასი? – ავტომობილი ხელმისაწვდომი იქება €80 000 -ად.