სტატიები
Published on: 19 June 2019
“გელენდვაგენის” საიუბილეოდ Mercedes-მა “დროზე ძლიერი” ვერსია გამოუშვა
G-კლასის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით Mercedes-მა სპეციალური მოდელი წარმოადგინა, სახელწოდებით Stronger Than Time. რომლისთვისაც განკუთვნილია ინტერიერის სპეციალური მოპირკეთება, ამასთან კლიენტს სამი ვარიანტისგან ერთ-ერთის არჩევა შეუძლია. სიახლეებში აღინიშშნება ასევე AMG Line-ს პაკეტი, რომელიც მოიცავს ახალ წინა ბამპერს, AMG-ის 20 დიუმიან დისკებსა და სხვა დეტალებს.
საიუბილეო G-კლასის მყიდველებს ასევე გაახარებენ შუქდიოდური ფარები, აუდიოსისტემა Burmester-ი და ელექტრონული ასისტენტების სრული პაკეტი. გარე სარკეებზე დამაგრებულია ნათურები, რომლებიც გზის საფარზე G-კლასის ლოგოტიპისა და სპეცვერსიის სახელწოდების პროეცირებას ახდენენ.