სტატიები

Published on: 09 December 2014

Geely -მ სრულიად გაასაჯაროვა ფლაგმანური GC9

559848ab43c4b7a6d8494698e5

Geely -მ გაასაჯაროვა GC9 -სთან დაკავშირებული დეტალები. ეს არის უახლესი ოთხკარა ავტომობილი, რომელიც ჩინური მარკის ხაზის სათავეში ჩადგება. მოდელის მსოფლიო პრემიერა გაიმართება 15 დეკემბერს, დღეს კი ჩვენს განკარგულებაში არის ფოტოები და ინფორმაცია ახალ მოდელზე.

შეგახსენებთ, რომ ფლაგმანური GC9 წარმოადგენს წინა წელს შანხაიში წარმოდგენილ კონცეპტ KC -ის სერიულ ვერსიას. გარეგნულ მხარეში არ არის მნიშვნელოვანი სიახლე და დიდ განსხვავებას ვერ ვნახავთ, თუმცა ოდნავ შეცვლილია ოპტიკა და ბამპერის კონფიგურაცია.

საერთო ჯამში სერიული ვერსია უკეთესად გამოიყურება. ავტომობილის დიზაინი ეკუთვნის Volvo -ს ყოფილ უფროს დიზაინერს პიტერ ხორბერს, რომელიც Geely -ში ორი წლის წინ გადავიდა.

ტექნიკურ მხარეზე პასუხს აგებდა ინჟინერების გუნდი ჩინეთიდან და ამერიკიდან. მოდელი წარმოდგენილი იქნება ძრავის სამი ვერსიით – პირველი იქნება 2,4 ლიტრი მოცულობის მქონე აგრეგატი, მეორე ეს არის 1,8 ლიტრი მოცულობის ტურბოძრავა და მესამე 3,5 ლიტრი მოცულობის მქონე V6 ძრავა. ყველა ძრავისთვის განკუთვნილი იქნება Geely -ში დამზადებული 6 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა [კოლოფი.

2442855465b93ed6476511b117

bb6a598dbe0e592a7b4a868327

f5ea964bf2317d81de766dbd2c

თეგები: , , ,


Back to Top ↑