სტატიები

Published on: 20 February 2017

გაზაფხულზე Jeep -ი “გალიიდან” ახალ “მონსტრს” გამოუშვებს

სავარაუდოდ მალე Dodge -სა და Jeep -ის ნიუ-ორკული სტენდები სიმძლავრით ლიდერის პოზიციებს დაიკავებენ. გამომცემლობა Motor Authority -ი ინსაიდერულ წყაროზე დაყრდნობით ექსტრემალური Jeep Grand Cherokee SRT Trackhawk -ის პრემიერის შესახებ იუწყება, რომელიც წარმოდგენილი იქნება Dodge Challenger SRT Demon -თან ერთად.

ახალი მოდიფიკაცის შესაძლებლობებში იქნება ის, რაზეც სტანდარტულ SRT -ს  ძალა არ შესწევს – აყლაპოს მტვერი მსოფლიოში ყველაზე მძლავრ კროსოვერებს. ახალი Grand Cherokee აღიჭურვება Dodge Challenger SRT Hellcat -ის 6,2 ლიტრი მოცულობის V8 კომპრესორული ძრავით. შედარებისთვის ავღნიშნავთ, რომ Porsche Cayenne Turbo S აღჭურვილია 4,8 ლიტრი მოცულობის V8 ძრავით, რომლის სიმძლავრეც შეადგენს 570 ცხ.ძ. -ს, ხოლო S-ვერსიის Mercedes-AMG GLE 63 4Matiс  -ი აღჭურვილია 585 ცხ.ძ.  -ის მქონე აგრეგატით. გავრცელებული ინფორმაციით Jeep -ის ახალი ქმნილების დინამიკა უპრეცედენტო იქნება. 0-100 კმ/სთ აჩქარებას დაახლოებით 3 წმ -ში გააკეთებს.

აქვე დავამატებთ, რომ თანამედროვე Jeep Grand Cherokee WK2 აწყობილია მერსედესის სავალ ნაწილზე, ხოლო მისი წინამორბედი სავარადოდ Alfa Romeo -ს პლატფორმაზე გადავა, იმაზე რაზეც სედანი Giulia და კროსოვერი Stelvio არიან აწყობილნი.

ნიუ-იორკის მოტორ-შოუს სენსაციურ პრემიერად Dodge Challenger -ის სპეცვერსია SRT Demon -ი გახდება. ეს არის შემსუბუქებული მონსტრი, რომელსაც მხოლოდ მძღოლის სავარძელი აქვს და გავრცელებული ინფორმაციით გამოიმუშავებს 900 ცხ.ძ. -ს.

თეგები: , , , , , , , ,


Back to Top ↑