სტატიები

Published on: 29 October 2015

განახლებული Subaru Forester -ი : უფრო ადვილად სამართავი და ჩუმი

Subaru განახლებებს თავისი მოდელებისთვის რეგულარულად აკეთებს. ამჯერად მან შემოგვთავაზა წელს უკვე მეორედ განახლებული Forester -ი.

დეკორატიული ცვლილებების გარდა ახალ მოდელში შეიცვალა ბამპერი, რადიატორის ჩარჩო, საჭე და ხელსაწყთა კომბინაცია. Forester -მა მიიღო ბევრი ნამდვილად სასარგებლო განახლება. მაგალითად ის გახდება Subaru -ს პირველი მდოელი, რომელიც აღჭურვილი იქნება სრულიად შუქდიოდური ადაპტიური ფარებით. ასევე მიიღო სხვა თანამედროვე პარამეტრები – SD-კარტის მხარდაჭერის მქონე ახალი ნავიგაციური სისტემა, უკანა სავარძლების გათბობის ფუნქცია, ბოლო ვერსიის უსაფრთხოების კომპლექსი EyeSight -ი და ა.შ. ასევე ავტომობილში გაიზარდა ხმის იზოლაციის დონე.

ავტომობილის საჭის მართვის სისტემა და სავალი ნაწილი ხელახლაა დაკონფიგურებული, გამყარებულია ძარა – ელოდეთ ავტომობილს უფრო კარგი მართვითა და რბილი სიარულით.

ახალ Forester -ში ძრავების გამა უცვლელია, მაგრამ გვპირდებიან, რომ ისინი უფრო ეკონომიურები გახდებიან. მოცემული მოდელის გაყიდვები იაპონიაში რამოდენიმე დღეში დაიწყება.

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑