Published on: 20 February 2015
განახლებული Peugeot 208
მარტის დასაწყისში ჟენევის ავტოსალონში გაიმართება განახლებული Peugeot 208 -ის მსოფლიო პრემიერა, ამასთან ერთად ფოტოგალერეა და ტექნიკური მახასიათებლები უკვე გამოქვეყნებულია. ასე რომ არაფერი გვიშლის ხელს უფრო ახლოს გავიცნოთ კომპაქტური ჰეჩბეკი. რომელიც როგორც ადრე ასევე ახლაც ბაზარზე წარმოდგენილი იქნება სამ და ხუთკარა ვერსიებით.
განახლებები ექსტერიერში შეეხო წინა და უკანა ოპტიკას, ჩარჩოს, ბამპერს, ნისლსაწინააღმდეგო ფარს. ასევე ფერთა პალიტრაში დაემატა ახალი ფერები. ავტომობილმა მიიღო ახალი საჭე, რომელიც შემოკერილია ტყავით, ასევე ცოტათი შეიცვალა ინსტრუმენტების პანელი.
რაც შეეხება ძრავებს, განახლებული 208 შემოთავაზებული იქნება ძრავების ვარიანტების რეკორდული რაოდენობით, რომლებიც 11 -ს ითვლის. Blue ოჯახის ეკოლოგიური დიზელისა და ბენზინის ძრავები 75 -დან 208 -მდე ცხენის ძალებიით დააკმაყოფილებენ ნებისმიერი მძღოლის მოთხოვნილებას. GTi ვერსიას მოძრაობაში მოიყვანს 208 ცხენის ძალის მქონე 1,6 ლიტრიანი ტურბოაგრეგატი.
ახალი Peugeot 208 -ის აწყობა ერთდროულად PSA -ს რამოდენიმე ევროპულ ქარხანაში სტარტს აიღებს ივნისის შუა რიცხვებში.