სტატიები

Published on: 13 October 2018

განახლებული MAZDA CX-5:ტურბოძრავა და ნატურალური ხე

კროსოვერ Mazda CX-5-ის მეორე თაობის დებიუტი სულ რაღაც ორი წლის წინ შედგა, ამიტომ ბოლო განახლება უფრო ტექნიკურ მხარეს შეეხო. ავტომობილი უახლოესი 230 ცხენის ძალის მქონე ბენზინის Skyactiv-G 2.5T ძრავით აღჭურვეს. ჯერ-ჯერობით ამ ძრავით მხოლოდ შიდა ბაზრის კროსოვერები აღიჭურვებიან. ის 6 საფეხურიან ჰიდრომექანიკურ ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან იმშავებს, ხოლო ამძრავი იქნება როგორც წინა ისე სრული.

Mazda CX-5-მა ტურბოძრავასთან ერთად მიიღო განახლებული საფირმო სისტემა G-Vectoring Control Plus, რომელიც მოსახვევში თვითონ უმატებს ავტომობილის სიჩქარეს და აკლებს, რის დახმარებითაც ავტომობილის ქცევა უფრო პროგნოზირებადი ხდება.

ასეთივე იაპონური ვერსიები მიიღებენ  Exclusive Mode-ის პრემიელურ კომპლექტაციას, რომელშიც შედის ნატურალური ხე, ტყავი, ვენტილაციით აღჭურვილი სავარძლები, ექსკლუზიურ 19 დიუმიან დისკებსა და სხვა.

 

 

თეგები: ,


Back to Top ↑