სტატიები

Published on: 16 December 2014

განახლებული Hyundai i20

fcc2faaef70a392d19b481c852

შემოდგომაზე ნაჩვენები ტიზერის შემდეგ Hyundai -მ ფარდა ახადა ახალი სამკარა i20 -ის საიდუმლოებებს. ხეჩბეკის გაყიდვები სავარაუდოდ შემდეგი წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს.

კლიენტებს ელოდებათ 4045 მმ სიგრძის, 1730 მმ სიგანისა და 1449 მმ სიმაღლის ავტომობილი. მისი საბარგულის მოცულობა იქნება 336 ლიტრი. გაბარიტულ ცვლილებებთან ერთად უნდა აღინიშნოს კოსმეტიკური ცვლილებებიც. ეს არის სახურავის უფრო დაბალი ზოლი და ოდნავ გაბერილი ფრთები. ავტომობილმა აგრეთვე შეიძინა რადიატორის ახალი ჩარჩო და ბამპერი.

სამკარა i20 წარმოდგენილი იქნება 1,25-1,4 ლიტრი მოცულობის ბენზინის ძრავით, რომელიც განავითარებს 84-100 ცხენის ძალას, ხოლო დიზელის ვერსიები 75 და 90 ცხენის ძალებს. ავტომობილი აგრეთვე აღჭურვილი იქნება 4 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და 5 ან 6 საფეხურიანი მექანიკით.

04f97c0c4d669791225c588073 (1)

8fc55d4ad1beb4adf78804fbbe

51afb1a7b351d89e2346146f9c

d4bb68b6aa01416c59db445a2c

a363f7705d5106bcf66ad67c29

 

 

თეგები:


Back to Top ↑