სტატიები

Published on: 24 March 2015

განახლებული Ford Ranger -ი

ტაილანდის ქალაქ ბანგკოკის ავტოსალონში რამოდენიმე დღეში გაიმართება 2015 სამოდელო წლის განახლებული Ford Ranger -ის პრემიერა. საშუალო ზომის პიკაპმა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ხელმისაწვდომი იყო აშშ -ში, გადაინაცვლა აზიაში და მიიღო Ford F-150 ის მსგავსი გარეგნობა, ეკონომიური ძრავები, ბევრი ახალი აღჭურვილობა და სხვა.

ახალი Ranger -ის გარეგნული მსგავსება “უფროს ძმასთან” ადვილი შესამჩნევია. მაგალითად მსგავსი ქრომირებული კანტები, მასიური ექვსკუთხა ჩარჩო და სხვა. ხოლო ინტერიერის კომფორტითა და დიზაინით დაემსგავსა Ford Mondeo -ს: ციფრული ხელსაწყოთა პანელი, დამატებითი თაჩსქრინი ცენტრალურ კონსოლზე, Sync II სისტემა.

ახალი Ranger -ი ხელმისაწვდომი იქნება როგორც წინა წამყვანი, ასევე უკანა წამყვანი ვერსიით. როგორც 6 საფეხურიანი მექანიკით , ასევე ავტომატიკით. ასევე ოთხი ძრავით, ესენია: სამი ტურბოდიზელის ძრავა. 2,2 ლიტრი მოცულობის ( 131 ცხ. ძ. -ისა და 160 ცხ.ძ.-ის მქონე ძრავები) და 3,2 ლიტრი მოცულობის (200 ცხ.ძ. -ის მქონე ძრავა). ასევე ბენზინის ძრავით – Durance, რომლის სიმძლავრეც 164 ცხენის ძალაა. ამასთან ერთად ახალ მოდელში წინა მოდელებთან შედარებით საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვის რაოდენობა შემcირდა 20% -ით.

5c36f6ef46b2ebd7749f093d97

384e051c26d72eb8770e3a1d71

941f55da6595a6efd157b1630e

ab0ba03a7498530ad21030b7f0

b12225a7db3da4f3ef9c16edf1

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑