Uncategorized

Published on: 16 December 2014

განახლებული CITROEN C4 -ის პირველი სურათები

Citroen -მა წარმოგვიდგინა მეორე თაობის ხეჩბეკის Citroen C4 -ს განახლებული ვერსია – მოდელი შეცვლილია როგორც გარეგნულად, ისე შიგნიდანაც. მისი გაყიდვები იწყება შემდეგი წლის პირველ ნახევარში.

სიმართლე რომ ვთქვათ გარეგნული ცვლილებები არც თუ ისე დიდია, შეიცვალა მხოლოდ ოპტიკა. შიდა ცვლილებებს რაც შეეხება, ხეჩბეკმა შეიძინა გაუმჯობესებული მულტიმედიური სისტემა 7,0 დიუმიანი დისპლეით. ამასთან ერთად შეიცვალა სისტემის მართვის ელემენტებიც – ღილაკების ბლოკი გახდა უფრო მცირე.

ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, აქ განახლებები ექსტერიერისა და სალონის განახლებების ფონზე უფრო საინტერესოა. ავტომობილის ეს მოდელი წარმოდგენილი იქნება შემდეგი ძრავებით –  100 ცხენის ძალის მქონე 1,6 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავით ( საწვავის მოხმარება – 3,3 ლიტრი 100 კმ-ზე), ბენზინის 110 ცხენის ძალის მქონე PureTech ძრავითა და 130 ცხენის ძალის მქონე PureTech 130 ძრავით.

0e85c47f939247e07fc23e9a6e 7dfc8ddf907b0cc3d051db66e7 fbbe75e1706eef4e08638fa96a

თეგები: ,


Back to Top ↑