Published on: 24 September 2015
გაიცანით ყველაზე სწრაფი ავტომობილი მსოფლიოში
ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილის Bloodhound SSC -ის პირველი ფოტოები. შემქმნელების ჩანაფიქრით ავტომობილმა უნდა განავითაროს 1600 კმ/სთ სიჩქარე, რაც ხმელეთზე ახალ მსოფლიო რეკორდად ითვლება.
მოდელი თითქმის სრულად აწყობილ მდგომარეობაში პუბლიკას ლონდონში წარედგინა. მის სანახავად დაახლოებით 8000 ადამიანი მივიდა, ნათქვამია პროექტის ვებ გვერდზე.
13,5 მეტრი სიგრძის და 7,5 ტონა წონის ავტომობილი აღჭურვილია რეაქტიული ძრავა Eurojet EJ200 -ით, ასევე დამხმარე Jaguar V8 -თი. ავტომობილის სრული სიმძლავრე შეადგენს 135 000 ცხენის ძალას.
კონსტრუქტორების სიტყვებით ეს შვიდჯერ აღემატება F1 -ის ერთად აღებულ ყველა ავტომობილს. ნავარაუდებია, რომ Bloodhound SSC 1600 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს 55 წმ -ში.
ავტომობილის გამოცდა დაგეგმილია შემდეგ წელს სამხრეთ აფრიკაში. უსაფრთხოებისთვის ავტომობილი აღჭურვილია სამი ავტომატური სამუხრუჭე სისტემითა და შვიდი ცეცხლჩამქრობით.
Bloodhound SSC (Supersonic Car, ზებგერითი ავტომობილი) – ეს არის გლობალური პროექტი, რომლის შემუშავებაშიც გაერთიანებულია 350 კომპანია და სამეცნიერო ორგანიზაცია.