სტატიები

Published on: 16 January 2017

გაიცანით სარბოლო Tesla Model S

ყველაფერ კარგთან ერთად, რაც ეხება წარმოებას, გაყიდვებსა და დასამუხტი სადგურების ქსელების გაზრდას, Tesla ავტოსპორტისთვისაც პოულობს დროსა და რესურსებს. კომპანია მონაწილეობას მიიღებს ელექტრო რბოლაში, რომელიც გაიმართება Electric GT -ის ფარგლებში – პირველი ეკოლოგიურად სუფთა წრიული ჩემპიონატი, რომელიც შედგება შვიდი 120 კილომეტრიანი რბოლისგან. დისტანციის ნახევრის გავლა სპორტსმენებს ღამით მოუწევთ.

ბრიტანულ ბირმინგემში მსოფლიოში ყველზე სწრაფი Tesla Model S აჩვენეს,”დამუხტული” ვერსია რომელიც Electric GT -ის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. სპეციალურად ამისთვის ავტომობილის წონა მეოთხედით შემცირდა, ამასთან  უსაფრთხოებისათვის მილების კარკასით  გამყარდა ძარა.  საბოლოო ჯამში ავტომობილი იწონის 1,6 ტონას, რაც  სერიულ ვერსიაზე 500 კგ -ით ნაკლებია. ინჟინრის ხელები შეეხნენ სავალ ნაწილსა და მუხრუჭებსაც. გაძლიერდა ძალური აგრეგატიც, თუმცსა სიმძლავრემ არ გადააჭარბა 778 ცხენს (585 კვტ +17 კვტ ორიგინალთან შედარებით).  ამ ყველაფრის საშუალებით ავტომობილი 0-100 კმ/სთ -ს ანვითარებს 2 წმ -ში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 250 კმ/სთ -ს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ რას იზავს Model S სარბოლო ტრასაზე.

თეგები: ,


Back to Top ↑