Published on: 27 June 2015
გაიცანით Mini -ს ახალი Clubman -ი
Mini -მ გამოაქვეყნა ახალი Clubman -ის ოფიციალური ფოტოსეტი. ავტომობილმა წინამორბედთან შედარებით მოიმატა გაბარიტებსა და კარებების რაოდენობაში. იგი ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოვა.
წინამორბედ Clubman -თან შედარებით ახალ მოდელს გააჩნია უკანა კარებები. ავტომობილს სულ აქვს 6 კარები. კომპანია ჯერ-ჯერობით ზუსტ დეტალებს არ ამხელს და შემოისაზღვრა მხოლოდ სურათების ნაკრებით. თუ გავიხსენებთ წინა წელს ნაჩვენებ კონცეპტს, შეიძლება ვივარაუდოთ გაბარიტული ზომები – 4,2 მ სიგრძე, 1,85 მ სიგანე და 1,45 მ სიმაღლე. რაც იმას ნიშნავს, რომ წინა მოდელთან შედარებით ახალმა მოდელმა მოიმატა შესაბამისად 25, 15-16 და 25 სმ -ებით.
არავითარი სიურპრიზი არ არის მოსალოდნელი ძრავების გამაში. ავღნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ S -ვერსია მიიღებს 192 ცხ.ძ. -ის მქონე ძრავას, რომლის მოცულობაც შეადგენს 2,0 ლიტრს. დაველოდოთ ავტომობილის სრულ რელიზს, ფასების გამოცხადებასა და გაყიდვების დაწყებას. მანამდე კი ნახეთ ახალი Clubman -ის ფოტოები და შეაფასეთ იგი: