Published on: 16 March 2018
გაიცანით Mercedes-ის განახლებული ლიმუზინი
Mercedes-მა გადაწყვიტა თავისი S-კლასის ლიმუზინი გაეახლებინა და შემოგვთავაზა 2019 წლის Mercedes-Maybach S650 Pullman, რომელიც აღჭურვილია ახალი რადიატორის ჩარჩოთი და ინტერიერის სხვადასხვა მახასიათებლებით. S650 Pullman-ი გამოირჩევა თავისი სიგრძით, რაც 6,5 მეტრს შეადგენს. შედარებისთვის გეტყვით, რომ ის ჩვეულებრივ S-კლასთან შედარებით ერთი მეტრით გრძელია, ხოლო CLA-სთან შედარებით ორი მეტრით.
ავტომობილი კვლავ ძველი V12 ძრავით არის აღჭურვილი, მაგრამ მისი პარამეტრები ისე შეცვალეს, რომ ახლა ის 621 ცხ.ძ.-ს გამოიმუშავებს. ასეთი დიდი ძრავა S650-ს მაინც არ ხდის სპორტქარად. S650 Pullman-ს 0-100 კმ/სთ აჩქარებისთვის 6,5 წმ სჭირდება.
Mercedes -ში ამბობენ, რომ ახალი S650 Pullman-ის საბაზისო კომპლექტაციის ფასი დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროდან დაიწყებალ