Published on: 08 September 2015
გაიცანით ბრონირებული Range Rover -ი
კომპანია Jaguar Land Rover -ის ტიუნინგ ატელიმ სახელად SVO -მ (Special Vehicle Operations -მა) თავის ისტორიაში პირველი ბრონირებული ავტომობილი გამოუშვა – ადრე თუ Range Rover -ს ბრონირებას უკეთებდნენ, ამით კავდებოდნენ სხვა კომპანიები. ბრონირებულ მოდელ Range Rover Sentinel -ს საფუძვლად უდევს ავტომობილის ყველაზე მდიდრული კომპლექტაცია Autobiography.
ბრიტანელებმა ავტომობილის ბრონირება VR8 სტანდარტით გააკეთეს. ასეთი დაცვა გულისხმობს მძღოლისა და მგზავრების დაცვას 7,62 კალიბრის მქონე ჯავშანსაწინააღმდეგო-ცეცხლგამჩენი ტყვიებისგან. ასევე 15 კილოგრამი სიმძლავრის მქონე ასაფეთქებლისგან – ექვივალენტი ტროტილში ან ნამსხვრევებიან ყუმბარაში. ამ ყველაფრისთვის ავტომობილმა მიიღო გაძლიერებული კარები, იატაკისა და კუზაოს დამცველი, ცეცხლის ჩამქრობი სისტემა, დამატებითი აკუმლიატორი,საბურავები, რომლებიც ნახვრეტს არ უშინდებიან. ასევე საავარიო გასასვლელი, რომელიც მოთავსებულია უკანა სავარძლის საზურგეში.
ქარხნულ ბრონირებულ ავტომობილის მთავარი ღირსება ის არის, რომ ინჟინრებმა იმუშავეს სავალი ნაწილის გაძლიერებაზე, გადაცემათა კოლოფზე და ავტომობილზე სხვა სამუხრუჭე მექანიზმი დააყენეს. რაც შეეხება ძრავას, ინგლისელებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ არა 5,0 ლიტრი მოცულობის V8 (510 ცხ.ძ.) ძრავა, არამედ კომპაქტური 6 ცილინდრიანი აგრეგატი, რომელიც გამოიმუშავებს 340 ცხენის ძალას.
ფასი? ის უკვე ცნობილია. ბრონირებული Range Rover -ის საბაზისო ვერსია ეღირება დაახლოებით 400 000 ევრო.