სტატიები

Published on: 02 March 2017

გაიცანით Brabus -ის “თვალით” დანახული Smart ForTwo Cabrio

სუპექარებთან ერთად ჟენევის ავტოსალონში მივა 90 ცხ. ძ. -ის მქონე  Smart ForTwo , რომელზეც ატელიე Brabus -მა იმუშავა. სულ 100 ასეთი ავტომობილი იქნება გამოშვებული. ყველა მათგანს ერთი და იგივე შეფერილობა ექნება, აღიჭურვებიან 16 დიუმიანი დისკებით. მოკლედ “გაუმჯობესებული” ავტომობილის ჩვეულებრივი Smart ForTwo Cabrio -სგან განსხვავება არც ისე ძნელი იქნება. ამის შესაძლებლობას გვაძლევს წითელი ნაჭრის სახურავი და მინებზე არსებული წარწერა: BRABUS EDITION №2 .

სმარტის სალონი შესრულებულია სახურავის ტონალობაში. მოკლედ “საშიში” ავტომობილში არაფერია – 90 ცხენის ძალის მქონე 0,9 ლიტრიანი ტურბოძრავამ ძნელია ვინმე შეაშინოს. მაგრამ ეს მოხდება მაშნ, როდესაც მყიდველი ავტომობილის ფასს ნახავს. სამშობლოში ასეთი Smart ForTwo Cabrio Brabus -მა 26 750 ევროდ შეაფასა.

თეგები: , , ,


Back to Top ↑