Published on: 14 December 2015
გაიცანით ახალი Mercedes-AMG S65 Cabriolet -ი
ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ Mercedes -მა და AMG -მ გადაწყვიტეს V12 ძრავების გამოშვების მოცულობა გაეზარდათ. ახლა ვიცით, რომ ღია S-Class -ი მიიღებს S65 -ის 12 ცილინდრიან ვერსიას.
Mercedes-AMG -ის ეს კომფორტული კაბრიოლეტ S კლასის მსგავს ავტომობილებს სათავეში ჩაუდგება თავისი 6 ლიტრი მოცულობის 621 ცხენის ძალისა და 1000 ნმ ბრუნვითი მომენტის მქონე ძრავით. ძრავასთან იმუშავებს 7 საფეხურიანი AMG Speedshift გადაცემათა კოლოფი.ახალი უკანა ამძრავიანი ავტომობილი 0-100 კმ/სთ -ს ანავითარებს 4,1 წმ -ში. S65 კაბრიოლეტის მაქსიმალური სიჩქარე არის 250 კმ/სთ, ამასთან გეტყვით, რომ ეს მაჩვენებელი შეზღუდულია ხელოვნურად. AMD Driver’s Package -ის საშუალებით შესაძლებელია სიჩქარის 300 კმ/სთ -მდე გაზრდა.
ავტომობილის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ ცნობილია ის, რომ შეკვეთების მიღება იწყება 2016 წლის გაზაფხულზე.