სტატიები

Published on: 10 February 2017

გაიცაინით ახალი Mercedes-Maybach G 650 Landaulet -ი

წარმოგიდგენთ Mercedes-Maybach G 650 Landaulet . კი, ეს არის “მაიბახის” პირველი ყველგანმავალი. ავტომობილი სტანდარტული ” გელენდვაგენისგან”  ძირითადად გამოირჩევა ბორბლებსშორისი ბაზით – 3428 მმ,  სახურავის “კეცვადი” უკანა ნაწილით. სულ ასეთი 99 ეგზემპლარი იქნება გამოშვებული.

Mercedes-Maybach G650 Landaulet – პირველი ვიდეო რგოლი დახურული პრეზენტაციიდან. უფრო დეტალურ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე დავდებთ.

Posted by Driver.ge on Freitag, 10. Februar 2017

რა ეღირება? – ფასს მხოლოდ მარტის დასაწყისში დაასახელებენ. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ავტომობილი ეღირება სადღაც 300-400 ათასი ევროს ფარგლებში. ამასთან არავითარი ოფციონალური პაკეტები არ იქნება, ანუ ავტომობილი მეპატრონის ხელში მაქსიმალური აღჭურვილობით მოხვდება. კლიენტს მხოლოდ ფერის არჩევის საშუალება ექნება.

ტექნიკურ ნაწილს რაც შეეხება ცნობილია, რომ ავტომობილი Mercedes-Benz G500 4×4² -ის ბაზაზე აიწყობა. ავტომობილის გული კი “მერსედესის” V12 ბიტურბო ძრავა იქნება, რომელიც გამოიმუშავებს 630 ცხ.ძ. -სა და 1000 ნმ ბრუნვით მომენტს. გთავაზობთ ავტომობილის ფოტო გალერეას.

 

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑