Published on: 25 June 2014
G-Force ახალი საწვავი გალფისგან!
დღეს გელოვანის გამზირზე მდებარეგალფის ავტოგასამართ სადგურზე „გალფის“ ახალი რევოლუციური საწვავის G-Force პრემიუმის და G-Force ევრო რეგულარის წარდგენა გაიმართება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი საწვავი უცხოელი სპეციალისტების დახმარებით სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შეიქმნა.
დღესვე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ახალი საწვავის პრეზენტაცია და პრეს-ლანჩი გაიმართება, რომელსაც კომპანია „გალფის“ კომერციული დირექტორი ჰრისტო ივანჩევი წარუძღვება.
აღნიშნული საწვავი უნიკალურია. სხვა საწვავებისგან განსხვავებით ის მატებს ძალას და სისწრაფეს ავტომობილს,ზრდის საწვავის მოხმარების ეფექტურობის დონეს და ამცირებს ხარჯს საწვავზე.G-force ეფექტურად იცავს ავტომობილის ძრავის დეტალებს ცვეთისაგან.
„გალფი“ ახალი საწვავის პრომო აქციებსაც შესთავაზებს მომხმარებელს: ყოველ 10 ლიტრ G-Force-ის საწვავზე საჩუქრად – 1 არომატიზატორი. ყოველ 15 ლიტრ საწვავზე საჩუქრად 1 ბოთლი სნო ხოლო ყოველ 20 ლიტრ საწვავზე 1 ბოთლი კოკა-კოლა.
უახლოეს პერიოდში „გალფი „ მომხმარებელს G-Force Diesel-საც შესთავაზებს.