ავტოსპორტი

Published on: 25 August 2015

რუსთავის ავტოდრომზე ფორმულა 3 -ის სრულიად ახალი მოდელი გაიტესტა – ექსკლუზივი დრაივერზე.

ევროპული ფორმულა 3 -ის ახალმა რუსულმა გუნდმა Artline Engineering -მა შემდეგი თვის რბოლაში დებიუტისთვის დატესტა ავტომობილი და გაიარა მოსამზადებელი 1400 მილი.

Artline Engineering -ის კონსტრუქტორების ბიურომ განაცხადა ArtTech P315 -ის წარმატებული ტესტირების შესახებ, რომელიც ჩატარდა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე.

NBE ძრავის მქონე ავტომობილი დატესტა ლატვიელმა ჰარალდ შლეგელმილხმა.

ArtLine -ში თქვეს, რომ ამ ავტომობილმა რუსთავის ავტოდრომზე Dallara F311 -ის მიერ დაფიქსირებული უსწრაფესი წრის დროის მაჩვენებელი 1,7 წამით გააუმჯობესა.

ასევე კომპანიამ ყურადღება გაამახვილა ავტომობილის გაგრილების სისტემასა და კაბინის კომფორტულობაზე, რომელშიც თავს მშვენივრად  გრძნობს ერთი მეტრი და 95 სანტიმეტრი სიმაღლის შლეგელმილხი.

სექტემბრის დასაწყისში ალგარვაში დაგეგმილი ArtTech -ის ავტომობილის დებიუტი გადაიდო ნიუბურგრინგის სარბოლო უიკ-ენდისთვის (26-27 სექტემბერი) იმ მიზეზით, რომ პორტუგალიაში რუსულმა გუნდმა სასურველი პილოტის წარმოდგენა ვერ შეძლო.

ArtLine Engineering -ი იმედოვნებს, რომ შეძლებს ნიუბურგრინგსა და ხოკენხაიმზე გამოსვლას, ასევე 18-20 სექტემბერს ზანდვორტში F3 -ის ოსტატებზე.

გუნდს პილოტების შემადგენლობა ჯერ არ გაუხმაურებია.

 

formula 3

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑