სტატიები
Published on: 02 December 2015
Ford -მა “სპორტული” Focus -ი აჩვენა
Ford -ის ევროპულმა ქვედანაყოფმა გერმანიაში გამართულ ავტოშოუზე Focus -ის სპორტული ვერსია აჩვენა.
ეს ჰეჩბეკი ბაზარზე წლის ბოლომდე გამოვა და ხელმისაწვდომი იქნება ორ ფერში: Race Red -სა და Panther Black -ში. ავტომობილი აღიჭურვება 18 დიუმიანი დისკებით. ხოლო სალონი მოპირკეთებული იქნება შავ და წითელ ფერებში.
ავტომობილის კაპოტ ქვეშ მოთავსდება 1.5 ლიტრი მოცულობის “ეკობუსტის” ტურბინირებული ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 150 ან 182 ცხენის ძალებს. ასევე 150 ცხენის ძალის მქონე ორი ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავა.
ავტომობილის ფასი ევროპულ ბაზარზე დაიწყება 25 000 ევროდან.