სტატიები

Published on: 06 March 2015

Ford -მა განაახლა კომპაქტური EcoSport -ი

ჟენევა – 2015 ზე გრძელდება ახალი მოდელების გამოჩენა. პრემიერების გიგანტური სია შეივსო ახალი Ford Escopt -ით. ფირმის ყველაზე კომპაქტური კროსოვერი სტილის ნაწილში ცოტათი შეიცვალა და ასევე მნიშვნელოვანი განახლებები ტექნიკის ნაწილში.

პირველ რიგში რაც თვალში გვხვდება ეს არის საბარგულის სახურავი სათადარიგო საბურავის გარეშე. ახალი მოდელი სტანდარტულად შეთავაზებული იქნება საბარგულის სახურავზე დამონტაჟებული სათადარიგო საბურავის გარეშე, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამონტაჟებაც, რაც კომპანიის მხრიდან უფასოა. სტილის ნაწილში აღსანიშნავია 17 დიუმიანი დისკების დამატებითი ნაკრები და ახალი ხელსაწყოების პანელი სალონში.

რაც შეეხება ტექნიკის ნაწილს აქ განახლებებია ამორტიზატორებში, ასევე ძრავების გამაში, რომლებიც პასუხობენ “ევრო-6” სტანდარტებს. ამასთან ერთად გამოჩნდა შედარებით ძლიეერი 1,5 ლიტრი მოცულობის მქონე დიზელის ძრავა. სია მთავრდება ახალი მატერიალებით, რომლებიც პასუხს აგებენ ხმისა და ვიბროიზოლაციაზე. ახალი Ford EcoSport -ის გაყიდვები იწყება ივნისში.

ford ecosport 7b51d0209cb165c413124aafff 64986ecd7d4b67d2f1ae4938d4

თეგები: , , ,


Back to Top ↑