Published on: 23 November 2018
Ford-მა გაარკვია, თუ რამდენად სახიფათოა ფოთლები
ჩამოცვენილი ფოთლები – შემოდგომის პეიზაჟის სილამაზის ჩაუნაცვლებელი ელემენტი, რომლებიც ფოტოგრაფების ობიექტივებმა “შეიყვარეს”, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი ხიფათს შეიცავენ.
Ford-ის ინჟინერთა ჯგუფმა უნიკალური ექსპერიმენტი ჩაატარა, რათა გაეცა კითხვაზე პასუხი – სახიფათოა თუ არა ფოთლები? Ford-მა ბელგიის პოლიგონზე არსებული საგამოცდო ტრეკი ფოთლებით მოფინა. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო სპეციალური ხელსაწყო, რომელიც საფარის მოცურების კოეფიციენტს ითვლის. ცდების შედეგად აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ სიტუაციაში ფოთლის საფარის მოცურების კოეფიციენტი თოვლისას დიდად არ ჩამორჩებოდა.
“ამას შეიძლება შეხედოთ, როგორც გასართობ ექსპერიმენტს, მაგრამ სერიოზული დასკვნები გაკეთდა. ბევრმა ადამიანმა იცის, რომ თოვლის დროს უნდა დააგდონ სიჩქარე და იმოძრაონ ფრთხილად. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ იგივე სიფრთხილით უნდა მოეკიდნენ ფოთლებით დაფარული გზის საფარს, რადგან ისინი შეიძლება მოცურების ისეთივე საშიშროებას შეიცავდნენ როგორსაც თოვლი”– აღნიშნა Ford-ის ევროპული ქვედანაყოფის ინჟინერ-გამომგონებელმა ედი კასტილმა.