სტატიები
Published on: 25 August 2015
ფლოიდ მეიუეზერის $4,8 მილიონი ღირებულების ექსკლუზიური სპორტქარი
ამერიკელი ბოქსიორი ფლოიდ მეიუეზერი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად ითვლება. მან თავისი მდიდრული ავტომობილების კოლექცია ახალი სუპერქარით შეავსო. მის ავტოფარეხში გაჩნდა ჰიპერქარი Koenigsegg CCXR Trevita, რომელიც სულ ორ ეგზემპლარშია გამოშვებული.
ავტომოფილის ფასი 4,8 მილიონი დოლარი გამოწვეულია არა მარტო მისი უნიკალურობით, ასევე ტექნიკური მახასიათებლებითაც. 1280 კილოგრამიანი კუპე 0-100 კმ/სთ -ს ანვითარებს 2,9 წმ-ში, ამასთან მისი მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 402 კმ/სთ -ს. როგორია? შეაფასეთ.