სტატიები

Published on: 22 May 2015

Fiat -მა Linea -ს ჩამნაცვლებელი აჩვენა

სტამბულში გაიმართა Fiat Aegea -ს მსოფლიო პრემიერა, რომელიც ჩაანაცვლებს Linea -ს. სრულიად ახალი ლუქი, ეკონომიურობა, კარგი აღჭურვილობა და გაყიდვების ამ წელს დაწყება, ყველაფერი ეს ელოდებათ Fiat Aegea -ს მომავალ პატრონებს.

დიზაინის მხარეში აღსანიშნავია ის, რომ ახალი სედანი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. ამაში მას ეხმარება ორიგინალური ფორმის ოპტიკა, რადიატორის გისოსები და სხვა. ამასთან ერთად ავტომობილის სალონი საკმაოდ ლაკონურია, რომელშიც შევხვდებით მიმზიდველ საჭეს. ავტომობილის სიგრძე შეადგენს 4,5 მ-ს, სიგანე 1,78 მ -სა და სიმაღლე 1,48 მ-ს, ხოლო ბორბელბს შორისი ბაზა არის 2,64 მეტრი. ავტომობილის საბარგულის მოცულობა არც თუ ისე პატარაა და შეადგენს 510 ლიტრს.

9e8e8a7a613754d8955e1e3eb0

Fiat Aegea აღიჭურვება ორი ბენზინისა და ორი დიზელის ძრავებით, რომელთა სიმძლავრეც 95 -დან 120 ცხენის ძალამდე იქნება, რომლებიც როგორც მექანიკურ ასევე ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან იმუშავებენ. ყველაზე ეკონომიურ ვარიანტში, ავტომობილი 100 კმ -ზე მოიხმარს 4 ლიტრ საწვავს.

93f044289e8d5f6783fb84e2d2

ახალი მოდელი თავის მომავალ მფლობელს გაართობს Uconnect -ის მულტიმედიური სისტემით, რომელსაც აქვს 5 დიუმიანი თაჩსქრინი, უკანა ხედვის ვიდეო კამერა, ხმით მართვის სისტემა. ასევე აქვს Bluetooth -ის, AUX -ისა და USB -ის მხარდაჭერის ფუნქცია. აუდიო სისტემის მართვა შესაძლებელი იქნება საჭეში ინტეგრირებული ღილაკებით.

8ea6b7fcbcd06b4cac0e37e720

თეგები: , , ,


Back to Top ↑